გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკ ცუკერბერგს "პათეტიკურ პატარა სულელად" მოიხსენიებს.

"რა პათეტიკური პატარა სულელია. მილიარდები მის საბანკო ანგარიშზე, მაგრამ არა - გამბედაობა. მარკ ცუკერბერგი არის უხერხემლო ხასიათის ნიღაბს ამოფარებული ადამიანის სამწუხარო მაგალითი", - წერს მიხაელ როთი.

ის Meta-ს ხელმძღვანელს ბოლო განცხადების გამო აკრიტიკებს.

მედიის ცნობით, ცუკერბერგმა თქვა, რომ აშშ-ის მთავრობა მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის დროს, უნდა ჩაერიოს, რათა ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნიკური კომპანიების დაჯარიმება ანტიმონოპოლიური წესებისა და სხვა დარღვევებისთვის.

ცუკერბერგი მისი ბოლო განცხადების გამო გააკრიტიკა ჯო ბაიდენმაც.

შეგახსენებთ, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა მასშტაბური ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომლებიც კომპანიის ზომიერების პოლიტიკასა და პრაქტიკას შეეხება. ცვლილება პოლიტიკური და სოციალური ლანდშაფტისა და სიტყვის თავისუფლების მოპოვების სურვილს მოჰყვა.

ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Meta სანდო პარტნიორების ფაქტების შემოწმების პროგრამას დაასრულებს და მას საზოგადოებაზე ორიენტირებული სისტემით ჩაანაცვლებს, რომელიც X"s Community Notes-ის მსგავსი იქნება.

ასევე, კომპანია ცვლის პოლიტიკური თემების მოდერაციის სისტემას, რამაც პოლიტიკური შინაარსის ამბების რაოდენობა მომხმარებელთა გვერდებზე შეამცირა.

ცვლილებები გავლენას მოახდენს Facebook-სა და Instagram-ზე, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს.

"ფაქტჩეკერები იყვნენ პოლიტიკურად ძლიერ მიკერძოებულები და გაანადგურეს უფრო მეტი ნდობა, ვიდრე შექმნეს. ის, რაც მეტი ინკლუზიურობისთვის შეიქმნა, გამოიყენებოდა მოსაზრებებისა და განსხვავებული იდეების მატარებელი ადამიანების ჩასახშობად და ეს პროცესი ძალიან შორს წავიდა", - აცხადებს ცუკერბერგი.