საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის თავმჯდომარესა და მთავარ აქციონერს ჯანკარლო დევაზინისა და Tether-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში და რეგიონში ფინტექის სექტორის განვითარებაზე, საინვესტიციო გარემოსა და Tether-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე.
ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართავს. ყურადღება გამახვილდა საფინანსო სექტორის მოდერნიზაციასა და ფინტექ ინოვაციების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას.
შეხვედრას პარლამენტის წევრი ვახტანგ თურნავა ესწრებოდა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს