Blockchain.com-ის მონაცემებით, მაინინგის შემოსავლების 30-დღიანი საშუალო მაჩვენებელი გაიზარდა 27,34 მილიონ დოლარამდე დღეში, რაც გასული ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი დონეა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„გასული წლის ბოლოს ბევრი მაინერი გაკოტრების პირას იყო, მაგრამ ბიტკოინის ახლანდელი ფასის პირობებში ამ კომპანიების ფულადი ნაკადი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“, - აღნიშნა კომპანია Luxor-ის ანალიტიკოსმა, ჯარან მელერუდიმ.

კრიპტოვალუტის ბაზარზე ვითარების გაუმჯობესების გამო, კრიპტომაინინგის საჯარო კომპანიების აქციებით ინვესტორები ისევ დაინტერესდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დასაწყისიდან ბიტკოინი 70%-ით გაიზარდა.