რეალურად ტელევიზორების ადგილი სულაც არ გახლავთ მუზეუმებში, რადგან აქ დამთვალიერებლებს რეალური გამოცდილებები იზიდავთ და არა, ციფრული. თუმცა ეს არ ეხება LG Electronics-ის უახლეს Gallery TV-ს, რომელსაც CES 2026-ზე შემოგვთავაზებს. მარტივად რომ გითხრათ, ტელევიზორია გალერეის რეჟიმით, რომელიც ფერების სიზუსტეს, განათების შესაბამისობასა და ყველა სხვა დეტალს ისე წარმოადგენს, რომ მუზეუმში არსებული ნახატების მსგავსი გამოცდილება ეკრანით მოგვაწოდოს. ეკრანი ავტომატურადაც კი ცვლის განათებას, რათა დილის მზესა და საღამოს სიბნელეს ზუსტად ისე მოერგოს, როგორც ეს მუზეუმებში ხდება…


Alpha 7 AI-ის პროცესორი აქვს, MiniLED-ის ეკრანით, 4K რეზოლუციისთვის, აუდიოსისტემა კი AI Sound Pro-თი გვხვდება და იმერსიული ხმის სიმულაციას გვპირდება. მაგნიტური ჩარჩოც აქვს გამოცდილების სრულყოფისთვის და მომხმარებელს სახვითი ხელოვნების 4500 ნიმუშს სთავაზობს, კინემატოგრაფიულ სცენებს, თამაშის ვიზუალებსა და ანიმაციებს, თუმცა ყველაფერზე წვდომისთვის გამოწერაც საჭირო იქნება.


ფასები ჯერ ცნობილი არ არის, დამატებით დეტალებს კი CES 2026-ზე მომდევნო კვირას შევიტყობთ.