რომის პაპმა, ლეო XIV-მ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით საკუთარი ვერსიის შექმნის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ის საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ასეთმა ტექნოლოგიამ ადამიანის იდენტობისთვის საფრთხისშემცველია.

შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

როგორც Politico იუწყება, ლეო XIV-ს „ხელოვნური პაპის“ შექმნის ნებართვისთვის მიმართეს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მასთან პირადი აუდიენციის საშუალებას მისცემდა.

„მე მათ ვუთხარი, რომ ამას არ დავუშვებდი. თუ არის ვინმე, ვინც ნამდვილად არ უნდა იყოს წარმოდგენილი ავატარით, პაპი ამ სიის სათავეში ნამდვილად უნდა იყოს,“ - აცხადებს ლეო XIV.

სხვათა შორის, ლეო XIV-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება კაცობრიობის კეთილდღეობაზე ხელოვნური ინტელექტის გავლენის გამო.

„თუ მთელი მსოფლიოს ავტომატიზირებას მოვახდენთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს დარჩება რესურსი, ეს დიდი, უზარმაზარი პრობლემა იქნება, რომელიც მალე წარმოიშობა,“ - ასეთია პაპის პოზიცია AI-სთღან დაკავშირებით.