ლენოვომ უხმაუროდ წარადგინა ThinkPad T16g Gen 3 — პროფესიონალური დონის სამუშაო მოწყობილობა, რომელიც სათამაშო სისტემის მახასიათებლებს შეიცავს. AI ეპოქის მომთხოვნი სამუშაო დატვირთვის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა, 16-ინჩიანია, ინტელის ტოპ მობილურ პროცესორებითა და Nvidia-ს უახლესი GeForce RTX 50 GPU-ებით.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ბიზნესლეპტოპს კი ჰგავს, მაგრამ მისი შიგთავსი ნებისმიერ გეიმერსა თუ კონტენტკრეატორს მოხიბლავს. პროცესორები Intel-ის სპეციალურ ნეირონულ დამუშავების ერთეულს მოიცავს, რომელსაც Intel AI Boost ეწოდება — წამში 13 ტრილიონამდე ოპერაციას ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის აჩქარებით. 

აღნიშნულს კიდევ უფრო აუმჯობესებს CPU-სა და GPU-ს დამატება, რითაც მეტად ღირებული ხელსაწყო ხდება პროფესიონალებისთვის, რომლებიც AI ხელსაწყოებს ვიდეოების რედაქტირებისთვის, მონაცემთა მეცნიერებისა და პროგრამების განვითარებისთვის იყენებენ. 

24 გბ-მდე GDDR7 მეხსიერებით, GPU საკმარისია ინტენსიური AI სამუშაოებისა და სიმულაციური ამოცანებისთვის. ამ გადაწყვეტილებით კი ბიზნესმოწყობილობა მომხმარებელს გეიმინგის დონის შესრულებას სთავაზობს, რითაც კონკრეტული მოდელი ლენოვოს ხაზშიც იკავებს უნიკალურ ადგილს…

სისტემა ThinkPad-ის გამძლე რეპუტაციასაც ინარჩუნებს მაგნიუმისა და ალუმინის კორპუსის გამოყენებით, რომელიც, თავის მხრივ, MIL-STD-810H სტანდარტებს აკმაყოფილებს. ThinkPad T16g Gen 3-ში Thunderbolt 5-ს, Thunderbolt 4-ს, HDMI 2.1-ს, ორმაგ USB-A პორტებს და 2.5 გბ Ethernet-ს, ასევე დამატებით 5G-სა და Wi-Fi 7-ის მხარდაჭერას მიიღებთ.

რაც შეეხება დამუხტვის სისწრაფეს, ლენოვოს ახალი მოდელი, რომელიც AI საქმეებში იდეალურ პარტნიორად პოზიციონირებს, ერთ საათში 80%-ს აღწევს!

წყარო: marketer.ge