Twitter-ის მომხმარებელმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამერიკელ მეწარმე ბილ გეიტსისა და ძველი ბერძენი ფილოსოფოსის სოკრატეს საუბრის გენერირება შეძლო. მაგრამ პლატფორმის მომხმარებლების მხრიდან ამას ბევრი კრიტიკა მოჰყვა. ამის შესახებ Futurism.com წერს.

დიზაინერ ლინუს ეკენსტამს აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი და ნეირონულ ქსელებთან ექსპერიმენტებს სიამოვნებით ატარებს. მის მიერ გენერირებული საუბარი ბილ გეიტსსა და სოკრატეს შორის ძირითადად ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს – მის შესაძლებლობებს, გამოყენების სფეროებს, პრობლემებსა და საფრთხეებს და ა.შ.

Twitter-ის მომხმარებლები ექსპერიმენტისადმი დაუნდობლები აღმოჩნდნენ და დაიწყეს ეკენსტამის კრიტიკა.

ხალხი დასცინოდა სოკრატეს უცნაურ ბრიტანულ აქცენტს და მის მუდმივ „ვაუ!"-ს.

ზოგს მოეწონა ეს იდეა, მაგრამ გაცილებით მეტი უარყოფითი კომენტარები იყო. სხვათა შორის, ამან პოსტის ავტორი გააკვირვა. თუმცა, ის, რაც ბილ გეიტსმა თქვა ხელოვნური ინტელექტის შესახებ, საკმაოდ ლოგიკურია, რადგან იგი ამ ტექნოლოგიას პერსპექტიულად მიიჩნევს. მაგალითად, მან იწინასწარმეტყველა, რომ ერთ წელიწადში ხელოვნური ინტელექტი ბავშვებს წერას ასწავლის, თუმცა შიშობს, რომ შესაძლოა „ცუდი ბიჭების“ ხელში მოხვდეს.