ინდური აუთსორსინგის კომპანია Wipro, 250 000 თანამშრომლის ხელოვნური ინტელექტის სფეროში გადამზადებისთვის და ტექნოლოგიის პროდუქციის შეთავაზებაში ინტეგრირებისთვის $1 მლრდ-ის  დახარჯვას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს

ინდოეთის უმსხვილესი IT კომპანია Tata Consultancy Services Ltd.-ის განცხადებით, ამ ტექნოლოგიაზე  25000 ინჟინერს მოამზადებს, ხოლო Happiest Minds Technologies Ltd. გეგმავს ყველაზე დიდ დაქირავებას რაც კი ოდესმე AI ბოტებზე ყოფილა.

„გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გაჩენით, ჩვენ ველით ფუნდამენტურ ცვლილებას წინ, ყველა ინდუსტრიისთვის“, - თქვა Wipro-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტიერი დელაპორტმა.

Wipro-ს განცხადებით,  ის ასევე დააჩქარებს ინვესტიციებს უახლეს სტარტაპებში, მათ შორის ახალი პროგრამების შექმნით ახალგაზრდა ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ხელოვნურ ინტელექტში.