კომპიუტერული ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Hewlett-Packard აპირებს შექმნას კომპიუტერები ახალი ფუნდამენტური არქიტექტურით, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სისტემებით იმუშავებენ.
ახალი არქიტექტურის საშუალებით შესაძლებელი იქნება მონაცემთა ანალიზის ადგილობრივად დამუშავება და სენსიტიური ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ახალი პლატფორმის შესაქმნელად HP AMD-თან, NVIDIA-სთან და Qualcomm-თან თანამშრომლობს.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ენრიკე ლორესმა განაცხადა, რომ ახალი გაუმჯობესებული კომპიუტერები მომავალ წელს გამოვა.
ვარაუდობენ, რომ ისინი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებიან იმისგან, რასაც მომხმარებლები აქამდე იყენებენ.