X (Twitter) აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ განაცხადა, რომ დეკემბერში პლატფორმაზე 10 მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მასკის სოციალური ქსელი ბოლო პერიოდში მძიმე ფინანსურ მდგომარეობას განიცდის. კომპანია 75 მილიონი დოლარის სარეკლამო შემოსავლის ზარალის რისკის წინაშე დგას, რადგან მსხვილმა ბრენდებმა პლატფორმაზე მარკეტინგული კამპანიები შეაჩერეს

ვინაიდან კომპანია X რეგულარულად არ აქვეყნებს მონაცემებს თავისი მომხმარებლების რაოდენობის შესახებ, შეუძლებელია პლატფორმის დეკემბრის მონაცემების საშუალოსთან შედარება. გარდა ამისა, თავად მასკმა განაცხადა, რომ ივლისში საიტს 540 მილიონი მომხმარებელი ეწვია.

რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის Apple, Disney, Warner Bros Discovery, Comcast, Lions Gate Entertainment, Paramount Global და IBM, ნოემბერში განაცხადეს, რომ აჩერებდნენ რეკლამას X-ზე.

სადამკვირვებლო ჯგუფის Media Matters-ის ანგარიშის თანახმად, მსხვილი კომპანიების რეკლამები X-ზე იმ პუბლიკაციების გვერდით გამოჩნდა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ნაციზმს. ნოემბრის ბოლოს პლატფორმამ სარჩელი შეიტანა Media Matters-ის წინააღმდეგ და ის ცილისწამებაში დაადანაშაულა.