ჩინური ხელოვნური ინტელექტის კომპანია DeepSeek-ის დამფუძნებლის, ლიან ვენფენის ქონებამ 36 მილიარდ დოლარს მიაღწია, რის შედეგადაც ის AI-ის ინდუსტრიაში ყველაზე მდიდარ მეწარმედ დასახელდა,- ამაზე Bloomberg Billionaires Index-ის (BBI) მონაცემები მიუთითებს.

ინდექსის მიხედვით, ვენფენის კაპიტალი ერთ დღეში 116%-ით გაიზარდა - 16.7 მილიარდი დოლარიდან 36 მილიარდ დოლარამდე, რაც წლიურად  124%-იან ზრდას გულისხმობს.

ჩინეთში დაფუძნებული DeepSeek ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსა და საკუთარი ნეიროქსელის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიამ ფართო ცნობადობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც გასულ წელს გამოუშვა AI-ასისტენტი, რომელიც კომპანიის განცხადებით, ფუნქციონალით ChatGPT-ს კონკურენციას უწევს.