ChatGPT-ს შეუძლია შეცვალოს ტელე მარკეტერები, მასწავლებლები და ტრეიდერები. ამის შესახებ Economist.com წერს.

Goldman Sachs-ის თანახმად, ხელოვნურმა ინტლექტმა შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოში 300 მილიონი სამუშაო ადგილის გაქრობა.

სექტორების ჩამონათვალი, რომლებზეც ხელოვნური ინტელექტი ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს ასე გამოიყურება:

უსაფრთხოებისა და სასაქონლო კონტრაქტების სფერო; დაზღვევა; მონაცემთა დამუშავება და ჰოსტინგი; საინფორმაციო სერვისები; საგამომცემლო ინდუსტრიები; საკრედიტო შუამავლობა; ფონდები, ტრასტები; მონეტარული ორგანოები, ცენტრალური ბანკები; საბითუმო ელექტრონული ბაზრები; აგენტები და ბროკერები.

OpenAI-ის ბოლო კვლევამ 1016 სამუშაო ადგილის ავტომატიზაციის პოტენციალი გამოიკვლია . მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამერიკელების 80%-ს თავისი სამუშაო ამოცანების მინიმუმ 10%-ის შესრულება მოწინავე AI ინსტრუმენტებით შეუძლია. ეს მაჩვენებელი 50%-მდე იზრდება  დასაქმებულთა დაახლოებით 19%-ისთვის.

ინდუსტრიებს ჩამონათვალი, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ცვლილებას ასეთია: იურიდიული მომსახურება, ფინანსური და სადაზღვევო ინდუსტრიის ზოგიერთი სფერო; ასევე - მასწავლებლები, განსაკუთრებით ენის, ლიტერატურის და ისტორიის.

თუმცა, არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის ან სხვა ტექნოლოგიები ჩაანაცვლებს ადამიანებს, რადგან ასეთი კვლევების დროს შეიძლება იგნორირებული იყოს ზოგიერთი პროფესიისთვის ისეთი აუცილებელი ადამიანური თვისებები, როგორიცაა თანაგრძნობა ან ქარიზმა.

ამიტომ, რეალურ სამყაროში, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს მაინც დასჭირდებათ ოპერატორები, რამაც შეიძლება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა გამოიწვიოს.