1963 წლის შემდეგ პირველად Blue Origin ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟით კოსმოსში გაემგზავრება, მათ შორის კი პოპ ვარსკვლავი კეტი პერი შეგხვდებათ, სხვადასხვა სფეროს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან ერთად. მიზანი ერთია: გარდაქმნან ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს თანამედროვე ასტრონავტი. თანაც გვეუბნებიან, რომ „არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ფემინურობა და ტექნოლოგიური გამოცდილება სხვადასხვა ორბიტაზე უნდა არსებობდეს“.
კოსმოსში, კეტი პერისთან ერთად, ვეტერანი ჟურნალისტი გეილ კინგი, საჰაერო კოსმოსური ინჟინერი აიშა ბოუ, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი და ბიოასტრონავტიკის მკვლევარი ამანდა ნგუენი, კინორეჟისორი კერიან ფლინი და პილოტი ლორენ სანჩესი გაფრინდებიან.
გაშვება 14 აპრილს იგეგმება. ფრენა 11 წუთი გაგრძელდება, რა დროსაც ეკიპაჟის კარმანის ზახის მიღმა გასვლა იგეგმება, დიახ, კოსმოსის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის მიღმა. მათ ჩვეულებრივ მოუწევთ წინა მოსამზადებელი პერიოდის გავლა, მათ შორის ნულოვანი გრავიტაციის სიმულაციებისა და მედიტაციის სესიების.
თუმცა, ამასთან, ცოტათი უჩვეულო პროცედურების გავლაც დასჭირდებათ. მაგალითისთვის, ბოუიმ უკვე გაიარა სკაიდაივინგი, რათა ვარცხნილობა ექსტრემალურ პირობებში გამოეცადა. ზოგს ის აინტერესებს, როგორ გაძლებს ხელოვნური წამწამები… ნგუენი კი გვეუბნება, რომ ტუჩსაცხის წასმა მისიის დროს მისთვის განაცხადია, რომლითაც ერთ რაიმეს დაგვიმტკიცებს: მეცნიერული ცოდნა და პერსონალური გამოხატვა სულაც არ არის ურთიერთგამომრიცხავი.
აღსანიშნავია, რომ მისიის გზავნილს კეტი პერიც საკუთარ ხელწერას სძენს და თავისი სტილით მოძველებულ მოლოდინებს უპირისპირდება იმის შესახებ, თუ როგორები უნდა იყვნენ კოსმოსის მკვლევრები.
„მე ჩემი შვილის დეიზის გამო მივდივარ, რათა შთავაგონო, რომ ოცნებებს საზღვრები არ აქვს და ვაჩვენო, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ოცნებების ასრულება, მიუხედავად წარმომავლობისა, ეთნოსისა, ეკონომიკური მდგომარეობისა და განათლებისა. ის ჯერ მხოლოდ 4 წლისაა და უკვე დიდი მეოცნებეა. თუმცა, ამასთან ახალი თაობის შთაგონებაც მსურს და მეცნიერებისა და კოსმოსის გლამურულად ქცევა“, — ვკითხულობთ კეტი პერის ინსტაგრამზე.
ამგვარად, ეკიპაჟის თითოეული წევრი თავის უნიკალურ ხმას გამოხატავს პროექტში, იქნება ეს მეცნიერება, სთორითელინგი თუ სოციალური ცვლილება. დანარჩენი კი 14 აპრილს ვნახოთ.
წყარო: marketer.ge