Foodtech-ის სტარტაპმა Revo Foods-მა ავსტრიის სუპერმარკეტებში 3D პრინტით დაბეჭდილი ვეგანური ორაგულის ფილეს გაყიდვა დაიწყო. ეს არის მსოფლიოში პირველი „დაბეჭდილი“ საკვები პროდუქტი, რომელიც ონლაინ მაღაზიებში იყიდება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, 3D პრინტით დაბეჭდილ პროდუქტში ხელოვნურად შექმნილი პროდუქტი იგულისხმება.
ვეგანური ორაგული მიკოპროტეინს ეფუძნება, რომელიც ძაფისებრი სოკოებიდან მიიღება. კომპანია ამტკიცებს, რომ პროდუქტის ტექსტურა და გემო ნატურალურ ზღვის პროდუქტისას არ ჩამოუვარდება. ფილე შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას და ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს.
3D პრინტით დაბეჭდილ საკვებს შეიძლება ჰქონდეს ინდივიდუალური გემო, ტექსტურა და კვების ღირებულება, აღნიშნავენ მწარმოებლები. 3D დაბეჭდილი თევზი შეიძლება ისეთი მასალებისგან დამზადდეს, რომლებსაც აქვთ დაბალი ქოლესტერინი, ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავები და არ შეიცავენ დამაბინძურებლებს, რომლებიც ხშირად გვხვდება რეალურ თევზებში.
3D თევზის ბეჭდვის მიზანი ტრადიციული თევზაობისა და აკვაკულტურის მეთოდების ეკოლოგიურად სუფთა ანალოგის შეთავაზებაა. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თევზის მრავალი სახეობა გადაშენების პირასაა გადაჭარბებული თევზაობის გამო. ახალი ტექნოლოგია არ აზიანებს გარემოს და მომხმარებელს ოპტიმიზებულ პროდუქტებს აწვდის.