Apple თავისი აგრესიული სავაჭრო ნიშნით და ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკითაა ცნობილია. ამჯერად კომპანია 111 წლის შვეიცარიულ კომპანია Fruit Union Suisse-ს უჩივის, რომლის ლოგოზეც გამოსახულა წითელი ვაშლი თეთრი ჯვრით.

„ჩვენთვის ძნელი გასაგებია. ისინი არ ცდილობენ თავიანთი მოკბეჩილი  ვაშლის დაცვას. მათი მიზანია ჰქონდეთ უფლებები ნამდვილ ვაშლზე, რაც ჩვენთვის უნივერსალური. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ ვაშლის ნებისმიერი ვიზუალური წარმოდგენა შეიძლება გასაჩივრდეს. ეს იქნება ძალიან, ძალიან დიდი შეზღუდვა ჩვენთვის. თეორიულად, ვაშლის რეკლამირებისას, ეს ყოველ ჯერზე მოლიპულ მიწაზე დგომას ნიშნავს,“ - აცხადებს Fruit Union Suisse-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმი მარიეტოზი.

ეს არ არის Apple-ის პირველი მცდელობა შვეიცარიაში. შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტის ცნობით, კომპანიამ სარჩელი Granny Smith-ის ვაშლის შავ-თეთრი გამოსახულების წინააღმდეგაც შეიტანა.

2010 წელს Apple-მა აიძულა შვეიცარიის სასურსათო მაღაზიების მცირე ასოციაცია მოეწერა ხელი სასამართლოს ხელშეკრულებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი არასოდეს დაამატებდნენ ჩაკბეჩილი ვაშლის ნიშანს თავიანთ ლოგოზე. 2012 წელს Apple იძულებული გახდა გადაეხადა დაახლოებით $20 მილიონი შვეიცარიის ფედერალური რკინიგზისთვის მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ Apple-მა შვეიცარიის რკინიგზის საათის დიზაინი დააკოპირა.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, Apple-მა მსგავსი სარჩელი შეიტანა იაპონიაში, თურქეთში, ისრაელსა და სომხეთში.