სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სურათების გეოლოკაციისთვის ხელოვნური ინტელექტის მოდელი Google Street View-ს შეიმუშავეს. PIGEON ხელსაწყოს შეუძლია რამდენიმე წამში გაარკვიოს, სად არის გადაღებული ფოტო.
დეველოპერების თქმით, პროგრამა საკმარისად კარგად მუშაობს იმისათვის, რომ „პოპულარული ონლაინ მდებარეობის გამოცნობის თამაშის GeoGuessr-ის საუკეთესო მოთამაშეები დაამარცხოს“.
ამჟამად AI ვერ ასახელებს ზუსტ ქუჩას, სადაც ფოტოა გადაღებული, თუმცა მას შეუძლია ამოიცნოს ქვეყანა და გამოიცნოს სწორი მდებარეობა 15 მილის მანძილზე.
გამოსახულების გეოლოკაციის განსაზღვრის ინსტრუმენტი ეფუძნება AI მოდელს - StreetCLIP.
მომხმარებლების თქმით, PIGEON-ის წარმატებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება კონფიდენციალურობაზე, რადგან ხელოვნურ ინტელექტს ნებისმიერი ადამიანის ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლია ფოტოთი. ინსტრუმენტის შემქმნელები ამ ასპექტზე კომენტარს არ აკეთებენ.