ხელოვნური ინტელექტით მომუშავე კოდირების ასისტენტების შემქმნელი კომპანიის, Windsurf-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვარუნ მოჰანი და გუნდის რამდენიმე წევრი Google-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტ DeepMind-ს შეუერთდნენ.

CNBC-ის ინფორმაციით, გარიგების ფარგლებში, თანამშრომლების გადაყვანის გარდა, Google-მა Windsurf-ის ტექნოლოგიის არაექსკლუზიური ლიცენზია მიიღო, რისთვისაც ჯამურად 2.4 მლრდ აშშ დოლარს გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ თავად Windsurf-ი მოლაპარაკებებს მართავდა OpenAI-სთან, რათა მისი მომსახურება და ზოგიერთი მიმართულებით ლიცენზია მიეღო, რის სანაცვლოდაც 3 მლრდ აშშ დოლარის გადახდას გეგმავდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. OpenAI-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანიებს შორის დათქმული ვადა შედეგის მიღწევის გარეშე ამოიწურა.

ცნობისთვის, Windsurf-ი არის ხელოვნური ინტელექტის აგენტზე მომუშავე პირველი IDE, რომელიც დეველოპერებს დავალებათა შესრულების პროცესში ეხმარება.

bpn.ge