საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო პროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეფუძნება სახელმწიფოებრივ აზროვნებას, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას, სახელმწიფო ენას,  ისტორიასა და კულტურა, ეთნიკურ მრავალფეროვნებას და კულტურული მემკვიდრეობა და ა.შ.

„6 თვიანი მუშაობის შედეგად შემუშავდა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო პროექტი, რომელიც განიხილეს მთავრობის სხდომაზე, რომელიც გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი განათლების მთავარ პრინციპებს. დოკუმენტი მიღებული იყო 2004 წელს და 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა მისი გადახედვა და განახლება. რაც აუცილებელი იყო. ეს არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი, რომლის გადამუშავება მიმდინარეობს სამინისტროს ექსპერტების მიერ და, საბოლოო ჯამში, ყველა სახელმძღვანელო უნდა მოერგოს ამ ეროვნულ მიზნებს.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეფუძნება შემდეგს: სახელმწიფოებრივი აზროვნება, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა, სახელმწიფო ენა,  ისტორია და კულტურა, ეთნიკურ მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა. თავისუფალი, დემოკრატიული და  მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობა, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა, მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა, ინკლუზიურობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა, მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ზოგადსაკაცობრიო, მორალური და ეთიკური პრინციპები, უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა, გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური ესთეტიკური, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, აკადემიური ცოდნა და წიგნიერება, კომუნიკაციის მაღალი კულტურა, ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა.

ეს არის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც ჩართულობის შედეგად, მიღებული იქნა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ის მიზნები, რომელზედაც უნდა აშენდეს ჩვენი მომავალი თაობების აღზრდა.