ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს Inn-ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია. მისი თქმით, რეგიონებში, Inn-ჯგუფში შემავალ სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა გაიზარდა.
„სეზონს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ივნისის ბოლოსკენ უკვე გაჩნდა პრობლემები ირანსა და ისრაელს შორის დაძაბული სიტუაციის გამო, საბედნიეროდ, მდგომარეობა ძალიან სწრაფად გამოსწორდა, მაღალი დაკავებულობა ასე თუ ისე შევინარჩუნეთ. თბილისს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როგორც ხშირად ხდება ამ პერიოდში, თუმცა რეგიონებში ტენდენცია უკეთესია. გვაქვს ზრდა, როგორც გორში, ისე ქუთაისში, აგრეთვე გუდაურში და იმედია, ეს ტენდენცია შენარჩუნდება,“ – აღნიშნა Inn-ჯგუფის წარმომადგენელმა ერეკლე კოკაიამ.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს