iOS 26-ის ბეტა-ვერსიის მონაცემების მიხედვით, Apple-ს AirPods ყურსასმენებისთვის პირდაპირი თარჯიმნის ფუნქციის დამატებას გეგმავს. თარჯიმნის გააქტიურება ყურსასმენებზე ორჯერ დაჭერით იქნება შესაძლებელი.

ფაილის სახელი არის "Translate", რაც მიუთითებს ფუნქციის მოწყობილობაში ინტეგრაციაზე. 9to5Mac-ის 

"Live Translation" ფუნქცია შესაძლოა iOS 26-თან ერთად გამოვიდეს, ან ერთ-ერთი განახლების შემდეგ დაემატოს.

ამჟამად iOS 26-ის ბეტა-ვერსიას ზარების თარგმნის ავტომატური ფუნქცია აქვს, მათ შორის FaceTime-შიც. ვარაუდობენ, რომ ეს ფუნქცია იქნება ხელმისაწვდომი AirPods Pro 2-სა და AirPods 4-ში და შესაძლოა საჭირო გახდეს iPhone-ის გამოყენება, რომელსაც აქვს Apple Intelligence-ის მხარდაჭერა.