eვროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან კიდევ 1.6 მილიარდი ევრო გადაურიცხა. ევროკომისიის ცნობით, ევროკავშირმა ეს თანხა "დეპოზიტარებში შენახული რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული ე.წ. მოულოდნელი მოგების სახით" მიიღო. ეს უკვე მესამე მსგავსი ტრანშია.
ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ ევროკავშირის პირველი ორი ტრანშის 90% უკრაინის მხარდასაჭერად ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) მეშვეობით გამოიყენეს. დანარჩენი თანხა უკრაინას საკრედიტო თანამშრომლობის მექანიზმის (ULCM) მეშვეობით გადაერიცხა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა.
ევროკავშირის მეორე ტრანში უკრაინას - 1 მილიარდი ევრო - 2025 წლის გაზაფხულზე ჩაერიცხა, პირველი კი – 2024 წელს. ჯამში მაკროფინანსური დახმარების დამტკიცებული თანხა 18.1 მილიარდ ევროს შეადგენს.
ეს თანხა "დიდი შვიდეულის" საკრედიტო პროგრამაში ევროკავშირის წილია, რომელიც უკრაინისთვის ჯამში 45 მილიარდი ევროს გამოყოფას ისახავს მიზნად.
ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 1.6 მილიარდი ევრო გადაურიცხა
აზერბაიჯანთან საზღვრის, დაახლოებით 15 მონაკვეთის, დემარკაციის პროცესის დაჩქარებას ვგეგმავთ - საკითხის ნაწილია გარეჯის მონასტერიც - ირაკლი კობახიძე
კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება - თურნავა
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება