2025 წლიდან საქართველოში 70 წელს ზემოთ მოსახლეობის პენსიები მინიმუმ 450 ლარამდე უნდა გაიზარდოს, ამას პენსიის ინდექსაციის წესი ითვალისწინებს.

2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში:

⏺ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება;

⏺  70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს.

ბიუჯეტის მიხედვით, ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6,3 მილიარდ ლარს.

2020 წელს პარლამენტმა სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მიიღო პენსიების ინდექსაციის კანონი, რომელიც ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის დონის გათვალისწინებით ადგენს წესს, რითაც ყოველწლიურად პენსიის ოდენობა უნდა გადაიხედოს. ამავე კანონით, ერთმანეთისგან გაიმიჯნა 70 წლამდე და 70+ მოსახლეობის პენსიები.