2 ივნისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში „ბსუ-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ფორუმში მონაწილე 40-მდე კომპანია ბსუ-ში იაფ მუშახელს ეძებს.

როგორც „ბათუმელები“ წერს, ამ ფორუმზე 350-ზე მეტი სტუდენტი მივიდა. კომპანიებს კი, ჯამში, 1000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა სტუდენტების უკმაყოფილება კომპანიების მიერ შეთავაზებულმა დაბალმა ხელფასებმა გამოიწვია.

სტატიაში მოყვანილია ისეთი კომპანიების შეთავაზებები, როგორიცაა სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანსი“, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – Paragraph Shekvetili, სასტუმრო Hilton Batumi, „აგროჰაბი“ და „შერატონი“.

ვრცლად იხილეთ batumelebi.netgazeti.ge