ჩაქვში მდებარე სასტუმრო Dreamland Oasis-ის ადვოკატი ამბობს, რომ აუზზე, სადაც 18 ივლისს, 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო, ყველა რეგულაცია დაცული იყო. კახა წერეთლის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, სასტუმროებს აუზში ჩასვლის პროცესის კონტროლის ვალდებულება არ აქვთ.

რეგულაცია კი მისი თქმით, მხოლოდ უსაფრთხოების წესების თვალსაჩინო ადგილას გამოკვრას გულისხმობს და ეს რეგულაცია აუზის ტერიტორიაზე დაცული იყო:

„არ არსებობს რეგულაცია, რომ აუზთან მაშველი უნდა იყოს თუ არა. პირდაპირი ვალდებულება არ არსებობს. გაფრთხილებები კი ყველგან გამოკრულია, მაგრამ ის, რომ აკონტროლოს, ვინ ჩადის აუზში, ასეთი ვალდებულება არ არსებობს“, - თქვა ადვოკატმა 19 ივლისს.

ბავშვის დაღუპვიდან რამდენიმე საათში, ფაქტის თვითმხილველმა სოციალურ ქსელში დაწერა:

,,დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში - სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“. სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას, სასტუმროს, რომ კვალიფიციური მედპუნქტი ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება, სასწრაფო, რომ 30 წუთის დაგვიანებით არ მოსულიყო, სასწრაფოს, რომ თან ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის, პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო“.

სრულად იხილეთ radiotavisupleba.ge-ზე