21 ივლისს ვაკის რაიონში წყალი მთელი დღით დაწყდება - ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, წყლის შეზღუდვა, რეზერვუარზე  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

წყლის მიწოდება 21 ივლისის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე შემდეგ ქუჩებზე შეიზღუდება: აგარაკი 1, აგარაკი 2, ავთო ვარაზის, ლეო კვაჭაძის, კეჭაყმაძის, შუამინდვრის, წმინდა წყლის ქუჩები.