2023 წლის გაზაფხულზე ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში ჩატარდა კონფერენცია წყლის რესურსებთან დაკავშირებთ, რომლის მონაწილეებმაც ერთმანეთს გაუზიარეს მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორც ცხოვრობს პლანეტის მოსახლეობის ნაწილი სუფთა წყლის დეფიციტის პირობებში და მიიღეს სამოქმედო პროგრამა, რომლის მიზანსაც დედამიწის ჰიდროლოგიურ სისტემაზე ტვირთის შემცირება და წყლის მართვის სფეროში სწორი გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს.
2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ წყლისა და სანიტარიული საშუალებებზე წვდომის უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიარა. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ადეკვატური, უწყვეტი, უსაფრთხო, დამაკმაყოფილებელი, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი წყალმომარაგება პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის. თუმცა, იუნესკოსა და ჯანმოს მონაცემებით, კაცობრიობის 10% ცხოვრობს წყლის დეფიციტის მაღალი ან კრიტიკული დონის მქონე ადგილებში. პლანეტაზე 2 მილიარდ ადამიანს, ანუ ოთხიდან ერთს არ აქვს წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალზე. 2017 წელს, Ourworldindata.org-ის მიხედვით, 1,2 მილიონი ადამიანი დაიღუპა უსაფრთხო წყლის რესურსებზე ხელმიუწვდომლობის გამო, ანუ დაღუპულთა საერთო რაოდენობის 2,2%. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში წილმა მიაღწია მთლიანი სიკვდილიანობის 6%-ს.
2015 წელს მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 70%-ს ჰქონდა წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალზე, ხუთ წელიწადში ამ მაჩვენებელმა 74,27%-ს მიაღწია. სიტუაცია ყველაზე ხელსაყრელია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, სადაც, Ourworldindata.org-ის მიხედვით, 2020 წელს მოსახლეობის 95,57%-ს ჰქონდა წვდომა სუფთა წყალზე. დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში ეს წილი 78,69%-ია, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში – 75,38%, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში – 62,36%. სუბ-საჰარის აფრიკაში ადამიანთა მხოლოდ 30.03%-ს აქვს წვდომა უსაფრთხო წყალზე.
მოსახლეობის წილი, რომელსაც აქვს წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალზე
უსაფრთხოდ მართული სასმელი წყალი არის წყალი გაუმჯობესებული წყლის წყაროდან, რომელიც მდებარეობს ნაგებობაში, ხელმისაწვდომია საჭიროების შემთხვევაში და თავისუფალია დაბინძურებისგან.
როგორც აღნიშნული მონაცემებიდან ხდება ნათელი, საქართველოს რეგიონების ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვს.
სომხეთში 2000 წელს მოსახლეობის 79.88% -ს ჰქონდა წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალზე, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 86.91%-მდე გაიზარდა.
ამ მხრივ დიდი ნახტომი გააკეთა აზერბაიჯანმა 2000 წელს მაჩვენებელი 57.84% იყო 2020 წელს კი 30 ერთეულით 88.32%-მდე მოიმატა.
რუსეთის მაჩვენებელი 74.71%-დან 76.10% მდე შეიცვალა, უკრაინის 66.51%-დან 89.02%-მდე.
რაც შეეხება საქართველოს ეს მაჩვენებელი 2000 წელს 62.25% იყო, 2020 წელს კი 66.35%

მოსახლეობის წილი გაუმჯობესებული წყლის წყაროზე წვდომის გარეშე
გაუმჯობესებული სასმელი წყლის წყაროები წარმოადგენენ ისეთ წყაროებს რომლებსაც შეუძლიათ უსაფრთხო წყლის მიწოდება. მათ შორისაა მილსადენი წყალი, ჭაბურღილები ან მილის ჭაბურღილები, დაცული გათხრილი ჭები, დაცული წყაროები, წვიმის წყალი და შეფუთული ან მიწოდებული წყალი.
