„რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენიმე წელიწადში გახდება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურის, მაღალი დონისა და შესაძლებლობების მქონე სამედიცინო კომპლექსი“,- აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი განცხადებით, უკვე შემუშავებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმა და ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება დაწესებულება, რომელიც თანაბრად იზრუნებს პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის საუკეთესო ინტერესებზე.

„გეგმის  მიხედვით, სახელმწიფოს ექნება მძლავრი საუნივერსიტეტო მაღალტექნოლოგიური საავადმყოფო 500 საწოლზე. გარდა ზემოაღნიშნული მიმართულებებისა, ახალ შენობაში განთავსდება ცენტრალური სისხლის ბანკი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასევე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის ცენტრი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.