„საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსში“ თვითმმართველ მუნიციპალიტეტებს შორის თელავი, ზესტაფონი და მცხეთა ლიდერობს.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა „საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი“ იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს და შედარდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტიანობა, მათ ტერიტორიაზე მოქალაქეთა ცხოვრებისა და სამეწარმეო საქმიანობის გარემო. 

კვლევის შედეგების იყოფა 5 თვითმმართველი ქალაქის და 59 თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტის მიხედვით.

59 თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტის შედეგების მიხედვით, ხუთეულში თელავი, ზესტაფონი, მცხეთა, ხაშური და კასპი მოხვდა. ბოლო ადგილას კი ჭიათურა და გორია.