წალკაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ტექნიკური მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და გადაბრუნდა. უბედური შემთხვევისას 3 ადამიანი დაშავდა და 1 გარდაიცვალა. ინციდენტი წალკაზე გამავალ საერთაშორისო სარკინიგზო მონაკვეთზე გუშინ მოხდა.
„საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ატარებდა და დაშავებულებიც და გარდაცვლილიც აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
შემთხვევა გუშინ, 26 მაისს მოხდა - საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 275 მუხლით დაიწყო. ამ მუხლით რკინიგზის უსაფრთხოების წესების დარღვევა, თუ ამას მსხვერპლი მოჰყვა, 5-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
.