ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა, ადგილობრივი მთავრობის წევრები მივიდნენ. უბედური შემთხვევის ადგილზე ადგილობრივებიც არიან შეკრებილები.
ადგილობრივებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაა.
ადგილობრივი მთავრობის წევრების ინფორმაციით, ბინების მშენებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა, რაც შეეხება ფაქტს, მათივე განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს.
„ხალხს ტრაგედია აქვს და გვერდში დავუდგეთ მოვედი, გამოძიება დაადგენს რა მოხდა. თხრილები ცალკეა მშენებლობა კი ცალკე, სამშენებლო მოქმედება დაწყებული ჯერ არ არის”,- აცხადებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი თავდგირიძე.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარის დროს შესაბამის უწყებებს დაურეკეს, თუმცა ბავშვების გადარჩენა ვერ შეძლეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამშენებლო ტერიტორიაა და შემოსაზღვრული უნდა ყოფილიყო, თუმცა უსაფრთხოება დაცული არ არის.
“როდესაც კაფსულის ჩადება იგეგმებოდა, თქვეს, რომ სამშენებლო ტერიტორია შემოღობილი იქნებოდა, მაგრამ ხედავთ ფაქტს. აქ ძველი სახლები იყო და დაანგრიეს, რათა ახალი კორპუსები აშენებულიყო. ძველი სახლების დემონტაჟი მოხდა, ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული”, - ამბობენ შეკრებილები.
უბედური შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მთავრობის წევრებიც მივიდნენ. მათი თქმით, ბინების მშენებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა, რაც შეეხება ფაქტს, მათივე განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს.
ადგილობრივებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაა.
“ხალხს ტრაგედია აქვს და გვერდში დავუდგეთ მოვედი, გამოძიება დაადგენს რა მოხდა. თხრილები ცალკეა მშენებლობა კი ცალკე, სამშენებლო მოქმედება დაწყებული ჯერ არ არის”,- აცხადებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი თავდგირიძე.
აღსანიშნავია, რომ ე.წ ოცნების ქალაქში მოსახლეობის ნაწილი ბინებით დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილისთვის მშენებლობა იგეგმება, რომლის პროექტი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
ე.წ ოცნების ქალაქში სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ორი მოზარდი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა.
მისი თქმით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ.
“უბედური შემთხვევა მოხდა. ბავშვები თხრილში ჩავარდნენ, რომელიც კუსტარულად იყო მოწყობილი და იქ კანალიზაცია ჩაედინებოდა. ძველი სახლები რომ დაინგრა, იქ მოხდა შემთხვევა. ბავშვები მეზობლები იყვნენ. ორივე პროზექტურაშია გადასვენებული”,- აღნიშნა მან.
არსებული ინფორმაციით, ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, თხრილი, რომელშიც ბავშვები ჩავარდნენ, წყლით იყო სავსე.
წყარო: ipn.ge