თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაჭრილია კიდევ 2. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. თვითმხილველებმა 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. მათი თქმით, სროლა ორმხრივი იყო.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.