თბილისში, ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.