დღეს, 11 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  შინდისის და გორგასალის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გელოვანის და ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩების  მოსახლეობას.