თბილისი იმ 50 რჩეულ ქალაქში მოხვდა, სადაც Taste Atlas-ის რეკომენდაციით ადგილობრივი სამზარეულო და კერძები უნდა გასინჯო.
პორტალი ქართული კერძებიდან რეკომენდაციას უწევს: ხინკალს, ხაჭაპურს, მწვადს, ლობიოს და ხარჩოს.
რაც შეეხება ადგილებს, სადაც საუკეთესო ქართული კერძებია, Taste Atlas-ი ასახელებს „ფუნიკულიორის კომპლექსს“, „სალობიე ბიას“ და „მასპინძელოს“.
50 რჩეული ქალაქის პირველ ათეულში 4 იტალიურია ქალაქია.
ათეული ასე გამოიყურება: ფლორენცია, რომი, ლიმა, ნეაპოლი, ჰონგ კონგი, მეხიკო, ნიუ იორკი, პარიზი, ტოკიო, მილანი.
ორმოცდაათეულში მოხვდა ასევე სტამბოლი და მოსკოვიც. სრული სია ნახეთ აქ: