საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით ახალი სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს.

მატარებლის რეისები დღეგამოშვებით შესრულდება.

როგორც საქართველოს რკინიგზის განცხადებაში ვკითხულობთ, ამით მგზავრობის ხანგრძლივობა შემცირდება დაახლოებით 2 საათით, ხოლო მატარებლის ტევადობა გაიზრდება 100 ადგილით.