ტრადიციული საკვების მსოფლიოში ავტორიტეტული ონლაინ გზამკვლევი Tasteatlas-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და თბილისის და ქართული კერძების ფოტოებს აქვეყნებს. მილოცვაში ნათქვამია, რომ „საკულტო ხაჭაპურიდან, ყველით სავსე პურიდან დაწყებული, ხინკლის სახელით ცნობილ უგემრიელეს პელმენებამდე, ქართული სამზარეულო ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საყვარელ კერძად ითვლება მსოფლიოში.“
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
აღმოაჩინეთ მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო, შეაფასეთ თქვენ მიერ გასინჯული კერძები და გვაცნობეთ რა გვაკლია.
ქართული სამზარეულო ცნობილია თავისი ცოცხალი გემოებით, მრავალფეროვანი ინგრედიენტებითა და უძველესი კულინარიული ტრადიციებით. იგი ღრმად არის ფესვგადგმული ქვეყნის მდიდარ სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობაში და აბრეშუმის გზისა და მეზობელი რეგიონების კულტურაში. ქართული საკვებში იგრძნობა სიახლე, თამამი სანელებლები და კონტრასტული გემოების ბალანსი.
საკულტო ხაჭაპურიდან, ყველით სავსე პურიდან დაწყებული, ხინკლის სახელით ცნობილ უგემრიელეს პელმენებამდე, ქართული სამზარეულო ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საყვარელ კერძად ითვლება მსოფლიოში“, - წერს Tasteatlas-ი.