თალიბები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქალთა სილამაზის სალონებს მასობრივად ხურავენ,- ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Tolo news იტყობინება.
გამოცემის მტკიცებით, თალიბები შენობების შემოწმებას ატარებენ, ინიშნავენ ფუნქციონირებად სალონებს, შემდეგ კი მათ ხურავენ და ამოღებულ ინვენტარს ანადგურებენ.
თალიბების ხელისუფლებაში მოსვლამდე თავის მოვლისა და სილამაზის ინდუსტრიაში დაახლოებით 60 000 ავღანელი ქალი იყო დასაქმებული, რომელთა უმრავლესობისთვის სალონი ოჯახის გამოკვების ერთადერთს საშუალება წარმოადგენდა.