ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის ნიმუშების სათანადო წესით აღებას და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევას სურსათის ეროვნულ სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს.
2025 წელს, სალმონელასა და ლისტერიაზე გამოკვლეულია 20 ნიმუში. შეუსაბამობა არც ერთ ნიმუშში არ გამოვლინდა. კვლევები დაგეგმილია სხვა მაჩვენებლებზეც. ამავდროულად, კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა კვების პროდუქტების როგორც მწარმოებელ, ისე დამფასოებელ ბიზნესოპერატორებთან ხორციელდება HACCP-ის გეგმური აუდიტი, მოწმდება ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის ეტიკეტის შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის 95 ნიმუში. მათ შორის მიკრობიოლოგიურ (Salmonella, Listeria monocytogenes) მაჩვენებლებზე გამოკვლეულია სურსათის 55 ნიმუში, ქიმიურ მაჩვენებლებზე (პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები: ბენზო(a)პირენი, ბენზო(a)ანთრაცინი, ბენზო(a)ფლუორენი, ქრიზენი. ტყვია, კადმიუმი, ნიტრატები) კი,40 ნიმუში. არც ერთ გამოკვლეულ ნიმუშში შეუსაბამობა არ გამოვლენილა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობისა და ეტიკეტირების კონტროლი
არაერთი ნორმატიული აქტით და ტექნიკური რეგლამენტით ხორციელდება, რომლებიც ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად არის შემუშავებული და დაახლოებულია ქართულ კანონმდებლობასთან. დეტალური ინფორმაცია საკანონმდებლო ნორმატივებთან დაკავშირებით იხილეთ ლინკი -https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/575
ინფორმაციას სურსათის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.