გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლში თურქი მსახიობი ჯან იამანი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, მსახიობს ხელბორკილები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაადეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჯან-თან ერთად დააკავეს მსახიობი სელენ გორგიუზელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ მსახიობ ჯან იამანს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.
თურქული მედია წერს, რომ 9 იანვარს, 9 ობიექტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სტამბოლის ღამის კლუბებსა და სასტუმროებში პოლიციამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.
თურქეთის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ხელშეწყობისა და პროსტიტუციის ხელშეწყობის ფარგლებში, ჯამში 7 ადამიანი დააკავა.
რაც შეეხება ჯან იამანს ის დაკითხვაზე გადაიყვანეს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი დროებით გაათავისუფლეს. მსახიობის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება.