საუკეთესო შვეიცარიული პრაქტიკა მალე ქართველი ფერმერებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის გაუმჯობესებასა და შემოსავლების ზრდას.
USAID-მა სტრატეგიული თანამშრომლობა წამოიწყო შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიასთან. პარტნიორობის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სასოფლო სამეურნეო ტრენინგ-ცენტრი დაფუძნდება. თანამშრომლობა მიზნად ისახავს შვეიცარიული დუალური სწავლების პრინციპებზე დაფუძნებული მაღალხარისხისანი პრაქტიკული პროგრამების შეთავაზებას ფერმერებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებისა და რძის გადამამუშავებლების დასაქმებასა და მათი პროდუქტიულობის ზრდის.