1 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, ერთი ქართველიც.
მედიის ცნობით, დაკავებულებიდან 6 არასრულწლოვანია. ერთადერთი სრულწლოვანი 24 წლის შვეიცარიელია.
დაკავებულები არიან: 15-დან 17 წლამდე პორტუგალიის, ბოსნიის, სომალის, სერბეთის და საქართველოს მოქალაქეები.
გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტები საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბნენ.