შოვის სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. 

ცხედრების პოვნის შესახებ მედიას ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. 

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს 200-მდე ადამიანი. დაკარგულად ამ დროისთვის 9 ადამიანი ითვლება.