შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი დავით ბერიაშვილია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
დავით ბერიაშვილი შოვში გიორგი და სოფო ყარალაშვილებთან ერთად იმყოფებოდა. და-ძმას მაშველები კვლავ ეძებენ.
რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 17-ს აღწევს. ამ დრომდე დაკარგულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი.