შოვის სტიქიის ზონაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, დაღუპული პოლიციელი მირიან ჭელიძე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მირიან ჭელიძე ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი და პოლიციის მაიორი იყო. ის სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ბედოიძემ, მინისტრის მოადგილეებმა გიორგი ბუთხუზმა, იოსებ ჭელიძემ ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გარდაცვლილი პოლიციელის კოლეგებმა და ახლობლებმა.
საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.