შოვის სტიქიის ზონაში დაკარგული გიორგი ყარალაშვილის გარდაცვალება დადასტურდა. 

ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს, რომლის კურსდამთავრებული იყო გიორგი ყარალაშვილი.

„სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებულის, გიორგი ყარალაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ლექტორებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად, უსამძიმრებს მის ოჯახს, თანაკურსელებსა და მეგობრებს.

ასევე, ვუსამძიმრებთ შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს“, - წერია უნივერსიტეტის ფეისბუკ გვერდზე.

უნივერსიტეტი სამძიმრის წერილში წერდა რომ დაღუპულთა შორისაა გიორგის და სოფო ყარალაშვილი, თუმცა მოგვიანებით უნივერსიტეტმა ეს ნაწილი სამძიმრის წერილიდან ამოიღო.