ტოქსინებით სავსე ბავშვთა საკვები - „ნესტლე საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს, ვინც ბავშვთა კვების ის გარკვეული პროდუქტი შეიძინა, რომელთა ბაზრიდან ამოღება მიმდინარეობს, ბოდიშს უხდის.

  • ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს 8 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, საქართველოში "Nestlé საქართველოს" მიერ წარმოებული ბავშვთა კვების გარკვეული პარტიების ბაზრიდან ამოღება მიმდინარეობს.
  • გადაწყვეტილება „ნესტლე ჯგუფმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში - მცენარეულ ზეთში (ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ ცერეულიდის შესაძლო რისკი გამოვლინდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ მომხმარებელს შეუძლია პროდუქტი სააფთიაქო ქსელებში დააბრუნოს და ფულადი კომპენსაცია მიიღოს.

ასევე ვმუშაობთ, რომ ვიპოვოთ დაბრუნებისა და კომპენსაციის დამატებითი ვარიანტები - წერია განცხადებაში.

სააფთიაქო ქსელები: ავერსი Aversi, ჯპს GPC , ფარმადეპო Pharmadepot, პსპ PSP

აღნიშნულ ქსელებში შეძენილი ყველა პროდუქტი, მითითებული უკან გამოხმობილი პარტიებიდან, შეიძლება დაბრუნდეს ქსელის აფთიაქში და მიიღოთ ფულადი კომპენსაცია.
მოთხოვნები დაბრუნებისას:
ჩეკი (თუ არსებობს)
შესაბამისი პარტიის ქილა (სავალდებულოა)
დაბრუნებას ექვემდებარება:
სრული, დახურული ქილები
დაწყებული (გამოყენებული) ქილები
ცარიელი ქილები (თუ იკითხება პარტიის ნომერი)
ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას იმაზე, რომ გავხადოთ პროცესი მაქსიმალურად მოსახერხებელი ჩვენი მომხმარებლებისთვის და ვიპოვოთ დაბრუნებისა და კომპენსაციის დამატებითი ვარიანტები. ბოდიშს გიხდით გამოწვეული დისკომფორტისათვის".- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

tvpirveli.ge