ვინ არიან "საყოველთაო ჯანდაცვის" პროგრამით მოსარგებლეები?

პროგრამის მოსარგებლეები არიან:

პირები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ 70 000-დან-100 000 სარეიტინგო ქულა;

5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვები,6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები;

 წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები;

თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან სხვ. პირები.

პროგრამით გათვალისწინებული სრული მომსახურებით ისარგებლებენ საპენსიო ასაკის პირები, მათი შემოსავლისა და დაზღვევის სტატუსის მიუხედავად. ასევე შშმ პირები.

ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.4-ით (ვეტერანთა პაკეტი);

პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება, საქართველოს მასშტაბით.

როგორ მოხდება მოსახლეობის რეგისტრაცია მომსახურების მისაღებად?

გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის, მოსარგებლეს შეუძლია დარეგისტრირდეს სურვილისამებრ შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში. რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. პროგრამით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ კლინიკაში - გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში.

გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად არ არსებობს რაიმე შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულების არჩევისას.

გეგმური ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურება ხორციელდება მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, რომლის მიღება პროგრამის მოსარგებლეს შეუძლია შემდეგი გზით:

• მოქალაქე მიმართავს პროგრამის მიმწოდებელს ან ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისს/რეგიონულ სამსახურს.

• პროგრამის მიმწოდებელი, სამედიცინო საჭიროების მიხედვით, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ავსებს შესაბამისი ფორმის განაცხადს (რეკვიზიტები, მათ შორის, მოსარგებლის მობილური ტელეფონის ნომერი, სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა ფორმატით, კალკულაცია).

• ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური ოფისის/რეგიონული სამსახურისათვის მიმართვის შემთხვევაში, პირი წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას:

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შემთხვევაში, დასაშვებია დაბადების მოწმობა) ასლი;

- ანგარიშფაქტურა, კალკულაცია – საჭიროების შემთხვევაში და ამ შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ზემოაღიშნული განაცხადის შევსება.

• ელექტრონული ან მატერიალური ფორმით წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხდება მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, რის თაობაზე მოსარგებლეს/წარმომადგენელს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით, რომელშიც, მოთხოვნის ნომერთან ერთად, მითითებული იქნება მიმართვის უნიკალური კოდი.

• მოსარგებლეს/წარმომადგენელს შეუძლია უნიკალური კოდი წარადგინოს კლინიკაში და ადგილზე მიიღოს საგარანტიო წერილი ან, სურვილის შემთხვევაში, აიღოს ის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისში/რეგიონულ სამსახურში. მედიკამენტებით სარგებლობის მატერიალიზებული ვაუჩერის/მიმართვის გაცემა ხდება უშუალოდ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისში/რეგიონულ სამსახურში.

რა მომსახურებები არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში?

• შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუ­ბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტე­ბის ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებები;

• სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნა­ლო­ბა, თვითმკურნალობა;

• საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

• სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

• ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;

• სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;

• ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალო­ბას­თან დაკავშირებული ხარჯები;

• თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, გარ­და გადაუდებელი სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურების შემ­თ­ხვევებისა;

• თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება;

• ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარჯები.

jandacva.ge