საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინი „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოდის. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი სახელწოდება ეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქმევა.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატებმა დააინიცირეს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი “გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით - “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი “გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ იცვლება “ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები “გენდერულად მგრძნობიარე“, შეიცვლება სიტყვებით “სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.

საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტებს განსახილველად უკვე გადაეცა.

www.interpressnews.ge