2022 წელს საქართველოში დასმულ სიმსივნის დიაგნოზებს შორის მეოთხე სტადიის კიბო შემთხვევების 24%-ში დადასტურდა. პირველ სტადიაზე კიბო ახალ ონკოპაციენტებს შორის დაახლოებით 19%-ში გამოვლინდა, მესამე სტადიაზე - 17%-ში, მეორე სტადიაზე კი - ახლადდიაგნოსტირებული პაციენტების 16%-ზე ნაკლებში.
2018 წლის შემდეგ, მეოთხე სტადიის კიბოს გამოვლენის ასეთი მაღალი პროცენტული მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა. ამასთან, დადებითი ტენდენციაც გამოიკვეთა და 2022 წელს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების რაოდენობა გარკვეულწილად შემცირდა.
კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის აუცილებლობაზე სპეციალისტები წლებია, საუბრობენ. მათი თქმით, რაც უფრო ადრეულ სტადიაზე დაისმება სიმსივნის დიაგნოზი, მით უფრო მკვეთრად მაღალია გამოჯანმრთელების შანსები. ამიტომ ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ სკრინინგის პროგრამებში, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.
ამ ეტაპზე საქართველოში კიბოს სკრინინზგე მიმართვიანობა დაბალია და, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო დასკვნის თანახმად, სხვადასხვა სახის სიმსივნის შემთხვევაში 13%-ს არ აღემატება.