მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე 6-დან 30 თეთრამდე გაიზარდა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს საწვავი საქართველოში სხვადასხვა ქსელში:
Gulf:
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაიზარდა, ბენზინის ფასი 6 თეთრით, დიზელის კი 10 თეთრით გაძვირდა.
დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი - 3.99
G-Force პრემიუმი- 3.59
G-Force ევრო რეგულარი - 3.45
ევრო რეგულარი - 3.43
G-Force ევრო დიზელი - 3.97
ევრო დიზელი - 3.87
Wissol:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ბოლო კვირის განმავლობაში ფასები გაძვირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, ბოლო ერთი კვირის ჭრილში საწვავის ფასები ტიპის მიხედვით 6-10 თეთრით გაიზარდა.
დღეს საწვავის ფასები Wissol-ის სადგურებზე შემდეგია:
ეკო სუპერი – 3.98 ლარი
ეკო პრემიუმი – 3.58 ლარი
ეკო დიზელი – 3.92 ლარი
ევრო დიზელი – 3.87 ლარი
ევრო რეგულარი – 3.43 ლარი
დიზელ ენერჯი – 3.82 ლარი
Rompetrol:
Rompetrol-ის ქსელში მნიშვნელოვანი ცვლილება ბოლო კვირის განმავლობაში არ მომხდარა.
დღეს საწვავის ფასები Rompetrol-ის სადგურებზე შემდეგია:
Efix სუპერი - ₾3.92;
Efix ევრო პრემიუმი - ₾3.53;
ევრო რეგულარი - ₾3.39;
Efix ევრო დიზელი - ₾3.85;
ევრო დიზელი - ₾3.80;
Socar:
Socar-ის ქსელში საწვავის ღირებულება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 9-30 თეთრით გაიზარდა.
დღეს საწვავის ფასები Socar-ის სადგურებზე შემდეგია:
ნანო სუპერი - ₾3.87;
ნანო პრემიუმი - ₾3.55;
ნანო ევრო რეგულარი - ₾3.39;
ევრო 5 დიზელი - ₾3.80;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.90;
Lukoil:
Lukoil-ის ქსელში საწვავის ღირებულება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 10-18 თეთრით გაიზარდა.
დღეს საწვავის ფასები Lukoil-ის სადგურებზე შემდეგია:
Super Ecto – ₾3.89;
Premium Avangard - ₾3.49;
Euro Regular - ₾3.34;
Euro Diesel - ₾3.77.